суббота, 18 апреля 2009 г.

მებადური და ოქროს თევზი
ა.ს. პუშკინი

ზღვის პირს იდგა ბერიკაცი,ცოლი ჰყვანდა დედაბერი
ქოხი უდგათ ძველისძველი ფარღალალა ჰქონდა ჭერი.
ქმარი იყო მებადური,თევზი__მისი დასაჭერი,
მით სცხოვრობდნენ საბრალონი,იგი იყო მათი ჯერი.
ოცდაცამეტს წელს იქ იდგნენ,ატარებდნენ მყუდროდ დროსა,
დედაბერი ძაფს ართავდა,რომ მით ტანი
შეემოსა,
ბერიკაცი ბადეს ჰქსოვდა, რომ თევზი არ მოიკლოსა,
და თუ თევზს ვერ იშოვნიდნენ,მჭადსა სჭამდნენ, ჰხვრეპტდნენ დოსა.

ერთ დღეს ჩვენმა მებადურმაზღვაში ბადე გადისროლა,
თან გამოჰყვა სულ მაჟარა,აჩონჩხლილი, ზვინის ტოლა;
მეორეზედ ბედი სცადა,ზღვის ფოთლები მოაყოლა;
მესამედაც გადასტყორცნა,ბადე რაცხამ შეაქროლა...
წყნარა-წყნარა ეზიდება,შემოესმა ჩქაფაჩქუფი,
( “გზა მშვიდობის, ოქროს თევზო!”.)


გამოსწია,__ოქროს თევზმა მოაყენა ყვითლად შუქი,

“შე სულელო, შე ჩერჩეტო,აბა თევზი რასა გრძნობსა?
რად მინდოდა გობუნია,თავზე დამდის წვიმა, კოხი,

გამოსწია,__ოქროს თევზმა მოაყენა ყვითლად შუქი,
თითქოს ბადეს მოსდებოდეს ვარსკვლავების მთელი ჯგუფი!..
აათრთოლა ბერიკაცსა, ასდგომოდეს თითქოს ბუქი!..
ოქროს თევზი ესაუბრა, როგორც კაცი, მებადურსა,
შეევედრა: ”გამიშვიო, _მოგცემ, რასაც მთხოვ და გსურსა,
ოღონდ თავი დამახსენი,აგაშენებ უბედურსა,
გაძლევ ღმერთსა თავდებადა,არ დაგტოვებ მონამდურსა!”
შეკრთა ჩვენი მებადური,გაუჩერდა ბადე ხელში!
გაიოცა, შეეშინდა, მოებჯინა სული ყელში;
ოცდაცამეტს წელს თევზაობს,ბადეს ისვრის, გასწყდა წელში;
მაგრამ თევზის ლაპარაკი არ სმენია თავის დღეში...
აიყვანა ოქროს თევზი,უალერსა როგორც ძმასა,
თავის სახსარს არ თხოულობს იმისაგან, არა ზღვასა,
შეაცურა მორიდებით,ზღვისა მისცა ისევ ზღვასა.
“გზა მშვიდობის, ოქროს თევზო!”__მიაძახა იმან მასა.
გამობრუნდა ბერიკაცი და უამბო დედაბერსა,
რაცა ნახა, რაც გადახდა,არა მალავს არაფერსა:
ან რა თევზი დაიჭირა, ან რად უშვებს დანაჭერსა,
ან ის თევზი რად დაჰპირდა აშენებას სანატრელსა...
მებადურს რომ მოუსმინა, ცოლმა მიჰყო ლანძღვას პირი:
“შე სულელო და ჩერჩეტო, ახლა კი ხარ მართლა ვირი!..
თევზი სახსარს თუ გაძლევდა, რად ივიწყე შენი ჭირი!
ერთს გობს მაინც გამოსთხოვდი, არ უვარგა ჩვენსას ძირი...”
მებადური კისრის ქექით გამობრუნდა ზღვისაკენა:
ზღვა აღელდა, შექმნა ფრთონა, ტალღები არ დააყენა, __
გამოცურდა ოქროს თევზი,ბერკაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: ბერო კაცო!ხომ არ გადგა რამე წყენა!..”
მებადურმა თავის დაკვრით მოახსენა კრძალვით წყნარა:
“დედაბერმა გამომლანძღა, მეტისმეტად გამამწარა,
დამიხსენ, თევზთ ხელმწიფეო,ცოლმა აღარ გამახარა;
ბეჩავს გობი გაჰხეთქია ჩვენც ვართ იმის ანაბარა...
სწორედ აღარ მომასვენა,ახალსა მთხოვს უბედურსა;
მე გობი ვინ მომაქვავა, საწყალობელს მებადურსა!..”
“ნურას სწუხარ,__უთხრა თევზმა, _ მე გაგიწევ სამსახურსა,
გასწი შენთვის შენს გზაზედა,იქ დაგხვდება, რაცა გსურსა”.
შინ გაბრუნდა ბერიკაცი,_ჰხედავს სახლში ახალ გობსა,
მაგრამ ამას დედაბერიუფრო ლანძღვით შეამკობსა:
“შე სულელო, შე ჩერჩეტო,აბა თევზი რასა გრძნობსა?
რად მინდოდა გობუნია,თავზე დამდის წვიმა, კოხი,
ლამის ფაცხა წამოგვექცეს აღარ უდგა ერთი ჯოხი..
წადი, სთხოვე ოქროს თევზსა გვიწყალობოს კარგი ქოხი, _
გასწი ჩქარა, რაღას ელი,ზარმაცი და ბერი ლოხი!..”
მებადურმა კისრის ქექით გამოსწია ზღვისაკენა, __
ზღვა აღელდა, შექმნა ფრთონა,ტალღები არ დააყენა;
გამოცურდა ოქროს თევზი, ბერკაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: “მებადურო! ხომ არ გიჭირს რამე შენა?”
ბერიკაცი უკრავს თავსა, მოახსენა კრძალვით, წყნარად:
“დედაბერმა უფრო მეტად გამომლანძღა, გამამწარა!..
დამიხსენ, თევზთ ხელმწიფეო,ცოლმა აღარ გამახარა:
ახლა ქოხი მოინდომა,შენთან თხოვნა დამაბარა...
სწორედ აღარ მომისვენა,ახალ ქოხს მთხოვს მებადურსა!..
სად შევიძლო აშენება,მვინ რა მომცა უბედურსა!..”
“ნურას სწუხარ,__უთხრა თევზმა, _მე გაგიწევ სამსახურსა,
გასწი შენთვის შენს გზაზედა,შინ დაგხვდება, რაცა გსურსა”.
გამობრუნდა ბერიკაცი, შინ მოვიდა მოღალული:
ჰხედავს, ქოხი გაჭიმულა ახალი და მოჩალული,
დერეფნით და სანათურით, ხულით მაღლა მოჯვარული.
დედაბერი წამომჯდარა, იღრინება გულმოსული:
“შე ჩერჩეტო! __ ქმარს შესძაძახა, __რას დადიხარ უხეიროდ?!.
ჩალის ქოხი რად მინდოდა,შიშით ცეცხლი ვერ დავინთოთ!
მე გლეხობა აღარ მინდა,რომ ვიტანჯო მუდამ უღმრთოთ,
აზნაურად მინდა ყოფნა,თითონ გლეხებს ძილი ვუფრთხოთ!”
მებადურმა კისრის ქექითგამოსწია ზღვისაკენა:
ზღვა აღელდა, შექმნა ფრთონა,ტალღები არ დააყენა;
გამოცურდა ოქროს თევზი, ბერკაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: “მებადურო! ხომ არ გიჭირს რამე შენა!..”
ბერიკაცი უკრავს თავსა,მოახსენა კრძალვით, წყნარა:
“ი წყეულმა დედაბერმა უფრო მეტად გამამწარა,
გამომლანძღა, გამომთათხა,სწორედ აღარ გამახარა;
აზნაურის ღირსებას მთხოვს,გამომაგდო შენსკენ ჩქარა”.
“ნურას სწუხარ, საცოდავო! __უთხრა თევზმა მებადურსა,
__მაგაშიაც შეგეწევი, მე გაგიწევ სამსახურსა...
გასწი შენთვის შენს გზაზედა,შეგისრულებ რაცა გსურსა...”
ბერიკაცი თევზს მადლს უხდის, გაოცებით უგდებს ყურსა...
შინ მობრუნდა მებადური,გადირია თქვენი მტერი!..
პალატს ჰხედავს უზარმაზარს,იყურება როგორც შტერი...
წინ ჩარდახი __ მოაჯრითა...წამომდგარა დედაბერი,
გადაუცვამს ატლას-ბაბთი და ქათიბი ვარდისფერი,
ყელს უშვენებს ოქროს ძეწკვი და ყურებსა _ წყვილი ლალი,
აჩონჩხლილა ბეჭდებითა,
ყველაში ზის უცხო თვალი,
უბარტყუნებს მოახლეებს,დააგლიჯა ზოგს დალალი...
მებადური წინ წამოდგადა დედაბერს გაეხუმრა:
“ადღეგრძელოს ქალბატონი!..ხომ შესრულდა, რაც ისურვა?..”
დედაბერმა ეს იწყინა, ქმარი ცოლმა არ ისტუმრა,
და ცხენების მოსავლელად საჯინიბოს გაისტუმრა!..
გაიარა ორმა კვირამ, ქალი უფრო შეიშალა,
გაკაპასდა, თავის დღეში ასე ფიცხად არ გამწყრალა.
შეუყვირა თავის ქმარსა რაოდენიც ჰქონდა ძალა!..
აზნაურად თავის ყოფნა აღარა სურს, _ დაამწყრალა
გასწი ეხლავ ოქროს თევზთან!_შეუძახა მებადურსა, _
მოახსენე, აზნაურად სწორედ ყოფნა აღარ მსურსა,
დედოფლობა მოვინდომე,თუკი ჩემთვის არა ჰშურსა;
ამითა ვცდი იმის აღთქმას, დავუფასებ სამსახურსა...”
შეკრთა ჩვენი მებადური,შეუძახა თავის ცოლსა:
`რამ შეგშალა, დედაკაცო,ვისა ჰხედავ შენს ამყოლსა!..
მიხრა-მოხრა შენ არ იცი,თავს გაიხდი ჩასაქოლსა,
ვისთან მგზავნი, რაებს უთვლი,ვისა ჰხედავ შენსა ტოლსა!..”
გადირია დედაბერი, ქმარს ჰკრა სილა უცნაური,
შეუყვირა: `რეგვენი ხარ,ბრიყვი, ვირი, უთაური,
გლეხი ხარ და გლეხის შვილიდა ჯორივით უზნაური!..
ვის უბედავ უარის თქმას...ხომ იცი ვარ აზნაური...
გასწი, თორემ წაგათრევენ,გასწი ეხლა ზღვისაკენა...”
გამოსწია მებადურმა,შიშით არც კი შეისვენა:
ზღვა აღელდა, გადაშავდა, თევზმა თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: `ბერო კაცო! ხომ არ გიჭირს რამე შენა?..”
მებადური უკრავს თავსა,მოახსენა კრძალვით, წყნარა:
`გამლახა და გამამწარა!..დედოფლად სურს იყოს იგი,
აზნაურად კი აღარა!..`ნურას სწუხარ, შე ბეჩავო, _
უთხრა თევზმა მებადურსა, _ მაგაშიაც შეგეწევი,
მე გაგიწევ სამსახურსა.გასწი შენთვის შენს გზაზედა,
შეგისრულებ, რაცა გსურსა!ვადედოფლებ დედაბერსა,
არ დავაგდებ მონამდურსა...”შინ დაბრუნდა ბერიკაცი,
ძლივსღა მიჰყვა მას მუხლები,შეიხედა _ გაიოცა:
გაჭიმულა სასახლეში,შიგ დედოფლობს დედაბერი,
იქ ახლავან მოხელები,მთავარნი და აზნაურნი,
მდივანნი და ლართ მცველები...მეჯლიშია, ღიღინია,
ღვინო ისმის ლალისფერი,საჭმელებიც ფერადები
სუფრაზეა, დიახ, ბევრი:ჯიხვი, არჩვი, ჯეირანი,
გნოლ-კაკაბი, ხოხობ-მწყერი.ფარ-ხმლიანნიც თავს ადგანან,
გაადინონ მტერსა მტვერი!..შეკრთა ჩვენი მებადური,
მუხლსა უდრეკს დედოფალსა,შესხმა უნდა გაუბედოს,
ვერ ახერხებს ნაათალსა!..მოახსენა: `გაუმარჯოს,
დედოფალო, თქვენსა ხრმალსა!..ხომ შესრულდა, რაცა გსურდათ?
მეტს ნუღარა დამდებთ ვალსა...”დედაბერმა არ იკადრა
ქმარს უზრახოს, მხოლოდ ბრძანა:გააგდევით ეგ სულელი,
მომაშორეთ თვალითგანა!..”
ეცნენ ბერკაცს კარისკაცნი,მიაყოლეს კისრიდგანა,
წაუსვეს და წამოუსვეს,რამდენიც კი აიტანა!..
ჯალათებმაც, ცოტას გასწყდა,არ გაისვეს ხელი ხრმლებსა,
ბერკაცს ხალხ-ჯამაათი დასცინის და ახელებსა:
ძლიერ კარგად მოგივიდა,უგუნურს რა გაუფლებსა!..
რაც არ ექნას მამაშენსა,ნურც შენ დაჰხევ მარმაშებსა!..”
გაიარა ორმა კვირამ, დედაბერი უფრო სწყრება;
გააგზავნა კარისკაცნი, ქმარს იბარებს, ემუქრება...
მებადური მოიძებნეს,წარუდგინეს, _ შიშით ქრება...
დედოფალმა ქმარს უბრძანა:,,არ მსურს, რაც არ მეკადრება!
გასწი ეხლა ოქროს თევზთან, მოუხარე მდაბლად თავი,
ჩემ მაგიერ, უსაცილოდ,მიუტანე ეს ამბავი:
დედოფლობა არ მინდა-თქო,არ ჰქონია ამას ხვავი,
მინდა ვიყო ზღვათა მეფე,მქონდეს სარჩო უთვალავი;
ოქროს თევზიც გვერდით მახლდეს, გავაგზავნო, საცა მინდა...”
მებადური კრინტს ვერა სძრავს, ხმა სრულებით გაიკმინდა,
ბებერს სიტყვებს ვერ უბრუნებს,შიშის ოფლი მოიწმინდა,
გაექანა ზღვისაკენა,თუმცა წასვლა კი უმძიმდა...
რა მივიდა ზღვისა პირსა, დაინახა ფრთონა ზღვისა:
შავ ბურუსი მოსდებიადა ქუხილი ისმის წყლისა,
გრგვინვა არის საშინელი წვიმისა და ქარიშხლისა,
შეუძახა ოქროს თევზსა,თუ მიწვდენა შესძლო ხმისა!..
გამოცურდა ოქროს თევზი,ბერ კაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: ,,მებადურო!ხომ არ გიჭირს რამე შენა!..”
ბერი კაცი უკრავსთავსა,მერე კრძავლით მოახსენა:
,,ი წყეულმა დედაბერმაარ იქნა, არ მომასვენა:
დედოფლობა დაგვიწუნა,გამითქვიფა ბეჩავს თავი,
ზღვის მეფობა მომინდომა, მასთან სარჩო უთვალავი,
თქვენი ხლებაც მოისურვა გასაგზავნად, როგორც ნავი,
და ეს იყო წამოვედი, მოვიტანე ეს ამბავი...”
ოქროს თევზმა მოუსმინა ყველაფერი მებადურსა,
მაგრამ საწყალს ხმა არ გასცა, საბრალოს და უბედურსა,
გადუქნია ბოლო ზღვასა, შეუცურდა თვით სადგურსა...
მარტო დარჩა ბერიკაცი უადგილო უდაბურსა!..
დიდხანს იჯდა პასუხისთვის, ვერას გახდა საცოდავი,
ადგა და შინ წამოვიდა ,ძირს ჩაღუნა მწარედ თავი...
შინ დაუხვდა ძველი ქოხი,გობი, ბადე და ნემს_კავი,
დერეფანში _ დედაბერი, მატყლი, მისგან დანართავი!...

1 комментарий:

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!