понедельник, 10 сентября 2012 г.


კლასის დამრიგებელს ევალება:


·         >სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთათვის მოსწავლის ქცევის კოდექსის გაცნობა–განხილვა;
·         >ჯურნალისა და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება;
·   >სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოება;
·         >სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება, დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველკვირეულად ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში (ჟურნალში);
·         >მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში(ჟურნალში);
·         >სასწავლო წლის დასაწყისშივე ეცნობოს მოსწავლეებსა და მათ  მშობლებს,მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შესახებ, მშობლისთვის ინფორმირების თაობაზე
(      >(მშობელთა კრების ოქმი, კლასის საათის ოქმი)
·         >თვიურად მოსწავლის საპატიო/არასაპატიო გაცდენის განსაზღვრა და აღნიშნულის გამო მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მშობლის დროული ინფორმირება სათანადო დოკუმენტის შექმნით;
·         >მშობელთა კრების ჩატარება წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ სათანადო დოკუმენტაციის სადამრიგებლო პორტოფოლიოში დატვირთვით;
·         >მშობლისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა მინიმუმ თვეში ერთხელ;
·         >ოსწავლისათვის აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში დახმარების გაწევა;
·         სემესტრის/წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად და ზუსტად შეტანა სასკოლო ჟურნალში/პირად საქმეში;(V-XII კლ.)
·         >კლასის დამრიგებელი ვალდებულია სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიმღებ სკოლ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
·        >სემესტრის ბოლოს მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დასწრების და ქცევის დახასიათება ანალიზი;
·         >კლასის საათის ჩატარება I-IV კლასებში თვეში ოთხჯერ, V-XII კლასებში თვეში ორჯერ სათანადო დოკუმენტაციის სადამრიგებლო პორტფოლიოში დართვით;
·         >მოსწავლეთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლა;
·         >მშობლებთან თანამშრომლობა;
·         >მოსწავლეების განვითარებაზე თვალის დევნება და სათანადო აღმზრდელობითი და დისციპლინარული ღონისძიებების გატარება;
·         >განსაკუთრებული სირთულის აღმზრდელობითი და დისციპლინალური პრობლემების არსებობის შემთხვევაში კორექციული და პრევენციული ზომების მიღება. >პრობლემების გადაუჭრელობის შემთხვევაში დირექციის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!