ჩაშენებული წიგნები SCRIBD

понедельник, 18 июля 2011 г.

ვინ აჩუქა ოფოფს სავარცხელი.



ოფ-ოფ-! უფ -უფ! -ჩიოდა ოფოფი,-ფერიებმა-ფლორამ და ფაუნამ წვეულებაზე დამპატიჟეს, მე კი სავარცხელი არ მაქვს, რომ ბუმბული დავივარცხნო! რა საშინელებაა! აბა რას ვგავარ! კარგად იცოდა, სავარცხელი ვისაც ჰქონდა“, ეს იყო მამალი-მისი მეზობელი- __ სავარცხელი გათხოვო? რას ამბობ? არავითარ შემთხვევაში!__დაიყივლა მამალმა----მე ის მუდამ თან დამაქვს, არასოდეს ვიშორებ, ამიტომაც არასოდეს მეკარგება...
წვეულებაზე ყველა მხიარულობდა. საბრალო ოფოფი! იგი მამლის ზურგს უკან იმალებოდა. ფერიებმა მაინც დაინახეს.
___რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი? -__იკითხა გაკვირვებულმა ფერია-ფლორამ,-გამხიარულდი, შენ ხომ ძალიან ლამაზი ფრთოსანი ხარ!
__ლამაზიო?-დამცინავად დაიყვირა მამალმა___ფერიებო, ნუთუ ვერ ხედავთ? როგორი გაჩეჩილია, დაუვარცხნელი. ამიტომაც იმალება...
___სულ ესაა? მეტი არაფერი?-გაიღიმა ფერია-ფაუნამ,-დღეიდან მას თავზე ულამაზესი სავარცხელი ექნება!
nbsp;
დარცხვენილ ფრთოსანს ფერია-ფაუნამ ხელი თავზე გადაუსვა. ოფოფს თავზე უცებ საოცარი სამკაული გაუჩნდა, მამლის სავარცხელი იმასთან რა მოსატანი იყო?
ფერია-ფლორამ გაიღიმა და ჯადოსნური სიტყვები წაიჩურჩულა. ოფოფის ბუმბული საუცხოოდ მოიხატა.
___რა ბედნიერი ვარ! დიდი მადლობა, ფერიებო-ფლორა და ფაუნა!-დაიძახა გახარებულმა ოფოფმა.
სავარცხელი წამოიშალა, გაგოგმანდა. ისე გალამაზდა, თითქოს დიდი, უცნაური პეპელა ყოფილიყო:
__ფერიების ნაჩუქარ სავარცხელს არასოდეს მოვიცილებ!
ოფ-ოფ! უფ-უფ!