ჩაშენებული წიგნები SCRIBD

четверг, 11 ноября 2010 г.

გლეხკაცი და ქილა ერბო

იყო ერთი ღარიბი გლეხი.არც სახნავი ჰქონდა, არც სათესი, არც სახლი და არც კარი . ერთ დღეს იგი ქალაქს წავიდა სამუშაოდ. გზაზე ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა , ყურში ჯოხი გაუყარა და მხარზე გაიდო. მიდის და გზადაგზა გამდიდრებაზე ოცნებობს:
...........-ჩავალ ქალაქში, ერბოს მანეთად გავყიდი, იმ ფულით თორმეტ ვარიკას ვიყიდი , დავზრდი, დავასუქებ, მერე ჩავიყვან ქალაქს და თითოს ათ-ათ შაურად გავყიდი, ნაშოვნი ფულით გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ და ორ-ორ მანეთად გავყიდი , შემდეგ სახარე ხბორებს ვიყიდი, ხარებად გავზრდი . გავმართავ ურემს, გუთანს, მოვხნავ, დავღესავ და ავაშენდები.
...........ამ ფიქრებში რომ არის, ვითომც ურემს შეშა კიდეც დაუდო და ქალაქს გასაყიდად მიაქვს. __აქ ხომ ხარი ძნელად გაივლის, ხმა უნდა მივცეო,- და შესძახა:
..........__ ჰამოო! - თან ჯოხიც მოუქნია. ერბოიანი ქოთანიძირს დავარდა და გატყდა, ერბოც სულ დაიღვარა . დარჩა მეოცნებე გლეხი ისეთივე ღარიბი, როგორიც იყო.

четверг, 15 апреля 2010 г.

ანა კანდელაკის ზღაპარი 18 მაისი 2012წ.

ამას წინათ ვწერდი __საოცარ სამყაროში ვცხოვრობ და ამ სამყაროს კი ჩემი პატარები მიქმნიან მეთქი. დღეს 18 მაისს პატარა ანამ გამახარა და ამ სიხარულით დავასრულეთ პირველი კლასი. ... აი , ასე, ზღაპრის დაწერა მოუნდა , ხოდა ადგა და დაწერა კიდეც ...

ჩემი ზღაპარი
მელია და წიწილა 



იყო და არა იყო რა იყო ერთი ქათამი მან დადო ერთი კვერცხი და ძალიან მალე გამოიჩეკა პატარა საყვარელი წიწილა. ერთხელ მელია მიუვარდა წიწილას და წაიყვანა. ქათამმა დაუძახა მეზობლებს და წიწილის ამბავი უთხრა ტირილ–ტირილით. მეზობლები ამშვიდებდნენ მალე ახალი წიწილა გეყოლება და მართლაც რომ ასე მოხდა და ქათამი ძალიან ბედნიერი იყო. ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა.

საქმე ზღაპარში იმდენად არაა, რამდენადაც, ვიცი, ანას გულში რა ემოციაა- მან ხომ დღეს დედა გაახარა, მამიკო, ბებო , მასწავლებელი... თუმცა ზღაპარი ხომ საოცარია , ჩემი პა
ტარა ანას ზღაპარი .

სასვენი ნიშნები სპეციალურად არ ჩავასწორე, მთავარი აქ სხვა რამეა , სასვენი ნიშნები ვგონებ მეორეხარისხოვანია

четверг, 8 апреля 2010 г.

მოდიოდა ნინო მთებით


ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...