ჩაშენებული წიგნები SCRIBD

вторник, 29 января 2013 г.

ვერიკო ანჯაფარიძის "თეატრალური წერილებიდან"...


ეს ალბათ ოციოდე წლის წინ იყო, მარჯანიშვილთან ვიყავი, ვსაუბრობდით თეატრზე
- დამისახელე ჩვენი თეატრის მსახიობები, რომლებიც მოგწონს... (მითხრა ბატონმა კოტემ)
მე დავასახელე რამდენიმე გვარი... 
- და მათ შორის ძალიან მომწონს ოქროს ბიჭი ვასო გოძიაშვილი თქო...
- ძალაინ კარგად თქვი, ნამდვილად ოქროს ბიჭია... (მიპასუხა მარჯანიშვილმა)
გავიდა ათეული წლები და ჩვენი მოწონება დიდ სიყვარულში და მეგობრობაში გადაიზარდა, თუმცა ვასოს უკვე განვლილი აქვს დიდი შემოქმედებითი ცხოვრება და აგერ თმაში ჭაღარაც გამოერია, ჩემთვის ის მაინც ოქროს ბიჭუნად დარჩა... 

среда, 9 января 2013 г.

*ყველაზე ძვირფასი სახსოვარი *


დედის წერილი
ძვირფასო ქალიშვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.
თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის მესწავლებინა იგივე.
თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა.
როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.
თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცადე რამოდენიმე წუთი, გავიხსენებ და თუ არ გამახსენდა, ნუ იდარდებ, მთავარი არაა რას გელაპარაკები, მთავარი ის არის, რომ შენთან ვარ და შემიძლია გელაპარაკო.
თუ მადა გამიქრება, ნუ დამაძალებ ჭამას, მე თვითონაც ვიცი, როდის მაქვს მადა და როდის უნდა ვჭამო.
თუ ფეხები გამიჩერდება და ჩემი კიდურები არ დამემორჩილებიან, გამომიწოდე, მომაშველე ხელი, ისევე, როგორც მე გაშველებდი ხელს, როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი.
თუ ერთხელაც გეტყვი, რომ არ მინდა ცხოვრება და სიკვდილს ვინატრებ, ნუ გაბრაზდები, ოდესმე გამიგებ ამას.
ჩემი სიბერის შემყურე ნუ დაიდარდებ, ნუ გაბრაზდები, ნუ იგრძნობ თავს უძლურად. იყავი ჩემს გვერდით, შეეცადე გამიგო და დამეხმარო, როგორც მე გეხმარებოდი, როცა იწყებდი ცხოვრებას.
დამეხმარე, რომ გავაგრძელო გზა... დამეხმარე, რომ წავიდე სიყვარულით და მოთმინებით. ამისათვის, მე მოგიძღვნი ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არასდროს ჩამქრალა.

***

საიდან მოვიდა ამ ფრიად კეთილადქმნილ, ღვთის სიყვარულით სავსე სამყაროში ბოროტება? როდის ან როგორ დაიძლევა იგი? არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა!.. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს, აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II

***


"ლმობიერება და ჰუმანიზმი პროფესია არ არის.იგი მოწოდებაა ხან გენეტიკურად განპირობებული,ხანაც შეძენილი სწავლით,პირადი მაგალითით, და სხვათა კეთილშობილური საქციელის მიბაძვით.იგი,როგორც ყოველგვარი სიკეთე,ღია ინსტიქტია და მისი უზომოდ გამდიდრება შეიძლება.მაგრამ ჰუმანიზმს მარტო ქადაგება არ შველის.ალბათ ჰუმანიზმი ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია,რომელსაც საქმით უნდა მტკიცება,თუმცა ამ საქმისა და საქციელის ფორმები იმდენად ძნელი დასადგენია,რომ კაცობრიობას დღემდე ვერ დაუდგენია და ალბათ კიდევ ბევრი,ბევრი თაობა და ცივილიზაცია დასჭირდება მის დადგენას.
ადამიანებმა წინასწარ რომ იცოდნენ,რა მოჰყვება საბოლოო შედეგად მათ საქციელს,ან ისწავლონ სხვისდამი ამ შეცდომებისა და ცოდვების შენდობა,რასაც თავის თავს აპატიებენ და შეუნდობენ ხოლმე,ან თუნდაც ისევე გულმოდგინებით და მონდომებით იცავდნენ და ამართლებდნენ სხვის საქციელს,როგორი მონდომებით და სიშმაგით ამართლებენ ხოლმე საკუთარ საქციელს,ალბათ კაცობრიობის ბედი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.
ჰუმანიზმი და ლმობიერება ადამიანთა ზნეობის ის კატეგორიებია,რომლებიც ხშირად მათგან დამოუკიდებლად,ბუნებაში არსებულ კანონებთან არიან უხილავი ძაფებით დაკავშირებული.ამიტომ ლმობიერება და ჰუმანიზმი ის ზნეობრივი კატეგორიებია,რომელთა თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჰარმონია,აუცილებლობა და სამართლიანობა.ამის გარეშე კი არაფერს ფასი არა აქვს".