ჩაშენებული წიგნები SCRIBD

пятница, 6 мая 2016 г.

კიტრის დიეტა

პექტინები, რომელსაც კიტრი შეიცავს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ლპობის პროცესებს. არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და, რაც ყველაზე მთავარია, კიტრის დიეტის დროს აბსოლუტურად ვერ გრძნობთ შიმშილს.
გაითვალისწინეთ დიეტის დაწყებამდე:
კიტრის დიეტა ერთკვირიანია.
დღეში, სავალდებულოა, მიირთვათ, მინიმუმ, 1,5 კგ კიტრი - დღის მანძილზე 3-4-ჯერ.
კვების შუალედში (მაგალითად, სამხარზე) დასაშვებია ხილი (ვაშლი ან ფორთოხალი), ხოლო კიტრი მიირთვით ნებისმიერ დროს, თუნდაც - გვიან ღამით.
დიეტის 1-ლი დღე:
საუზმე: 2 ცალი კიტრი ერთ ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად;
სადილი: მოამზადეთ ბოსტნეულის სუპი (უცხიმოდ და აირჩიეთ პროდუქტები თქვენი სურვილისამებრ) და მიირთვით ერთ ცალ კიტრთან ერთად.
ვახშამი: კიტრის სალათი შეზავებული მცენარეული ზეთითა და მწვანილებით.
მე-2 დღე:
საუზმე: 2 ცალი კიტრი ერთ ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად;
სადილი: კიტრისა და ბოლოკის სალათი და ცოტაოდენი მოხარშული ხორცი;
ვახშამი: კიტრის სალათი შეზავებული მცენარეული ზეთითა და მწვანილებით.
მე-3 დღე:
საუზმე: 2 ცალი კიტრი ერთ ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად;
სადილი: 100 გრამი მოხარშული თევზი 100 გრამ მოხარშულ ბრინჯთან ერთად და ერთი ცალი კიტრის მწნილი;
ვახშამი: კიტრის სალათი შეზავებული მცენარეული ზეთითა და მწვანილებით.
მე-4 დღე:
საუზმე: 2 ცალი კიტრი ერთ ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად;
სადილი: კიტრი, ასი გრამი მოხარშული ბრინჯი და ცოტაოდენი ცხიმგაცლილი ყველი.
ვახშამი: კიტრის სალათი შეზავებული მცენარეული ზეთითა და მწვანილებით.
მე-5 დღე:
საუზმე: 2 ცალი კიტრი ერთ ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად;
სადილი: ბოსტნეულის სალათი კიტრთან ერთად;
ვახშამი: კიტრის სალათი შეზავებული მწვანილითა და მცენარეული ზეთით. შეგიძლიათ, დაამატოთ ცხიმგაცლილი და უმარილო ყველი;
მე-6 დღე:
საუზმე: 2 ცალი კიტრი ერთ ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად;
სადილი: ბოსტნეულის სუპი. კიტრი და ერთი ცალი მოხარშული კვერცხი;
ვახშამი: კიტრის სალათი შეზავებული მწვანილითა და მცენარეული ზეთით;
მე-7 დღე:
საუზმე:  2 ცალი კიტრი და ერთი ნაჭერი ჭვავის პური;
სადილი: ბოსტნეულის სუპი. კიტრი და ერთი ცალი ვაშლი;
ვახშამი: კიტრის სალათი შეზავებული მწვანილითა და მცენარეული ზეთით;



კიტრის დიეტა გახდომის მარტივი და სწრაფი მეთოდია. ამ დროს თქვენ არა მარტო ზედმეტ კილოგრამებს იშორებთ, არამედ თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაც წესრიგდება. გარდა ამისა, სახის კანი უფრო სასიამოვნო შესახედი, რბილი და ელასტიკური ხდება. 
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

იგივე იხ. აქაც