1. სოციო–კულტურული თეორია – ლევ ვიგოტსკიმ ჩამოაყალიბა. სოციო– კულტურული თეორია ხაზს უსვამს სოციალური კომუნიკაციისა და ენის გავლენას ბავშვთა კოგნიტურ განვითარებაზე.
2. თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟსა და ვიგოტკის ნაშრომებს. ამ ორი მეცნიერის ნაშრომებს განასხვავებს რამდენიმე ასპექტი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.
ლევ ვიგოტსკი ===== პიაჟე
- პიაჟე: ბავშვი თვითმოტივირებული არსებაა, რომელიც თავად იკვლევს და შეიმეცნებს სამყაროს, თავად მართავს თავისი კოგნიტური განვითარების პროცესს.
- ვიგოტსკი: საზოგადოება და კულტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვთა კოგნიტურ განვითარებას.
- პიაჟე: განვითარება წინ უძღვის სწავლას. ბავშვს ჯერ გარკვეული კოგნიტური სტრუქტურები (სქემები) უნდა ჩამოუყალიბდეს, რათა შეძლოს სამყაროს შეცნობა.
- ვიგოტსკი: სწავლა წინ უძღვის და ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში არსებულს სიმბოლოებს სხვა ადამიანების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.