ჩაშენებული წიგნები SCRIBD

суббота, 10 марта 2012 г.

მეფე და გლეხი


ერთხელ ერთი მეფე თავისი ამალით სანადიროდ წავიდა. შეუმჩნევლად ჩამოშორდა ამალას და ფიქრებში გართულმა გაუვალ ტყეში ამოყო თავი. შეჩერდა, იქაურობას თვალი მოავლო და დაინახა, რომ ერთი გლეხი შეშას ჭრიდა. მეფე მიუახლოვდა გლეხს და ხმამაღლა შესძახა:
— გამარჯვება შენ და შენს შრომას!
— მართლაც რომ გამარჯვება უნდა ჩემს შრომას. დილიდან წამოსული ვარ და ბარაქა ვერ მოვკიდე ნამუშევარს, — მიუგო გლეხმა.
— ალბათ დიდი ოჯახს ინახავ და გიჭირსო, — უთხრა მეფემ.
— ჩემი ოჯახი ექვსი სულისგან შედგება: ჩემი მშობლები, ორი შვილი, მე და ჩემი მეუღლე.
— შემოსავალს როგორ ანაწილებო? — შეეკითხა მეფე.
— ჩემს შემოსავალს ბევრი განაწილება არ სჭირდება, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებ, — მიუგო გლეხმა.
მეფე ჩააფიქრა გლეხის პასუხმა: რას უნდა ნიშნავდეს, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებო!
იქნებ თხვენც ჩაუფიქრდეთ გლეხის პასუხს?

მეფემ გლეხს ჰკითხა, რას ნიშნავს შენი პასუხიო? გლეხმა განუმარტა: ვალს ვიხდი იმიტომ, რომ მშობლებს ვინახავ, მე ხომ მათგან დავალებული ვარ, და ვავალებ იმიტომ, რომ შვილებს ვინახავ, სიბერის ჟამს ხომ შვილებმა უნდა შემინახონო

1 комментарий:

  1. ირინა, რა კითხები იყო დასმული? ვერ ვნახე ვერსად? იქნებ მოგვწეროთ.

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!