ჩაშენებული წიგნები SCRIBD

суббота, 17 декабря 2011 г.

საქართველოს დროშა






საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი პირველად 1099 წელს ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო.


ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს, ქრისტიანობის ცენტრს - იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი - ჟოფრუა დე ბუილონის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი.


ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას უბიწოებას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი - სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობასა და სიყვარულს.


ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირებულია ანჯელინო დულჩერის საზღვაო რუკაზე - პორტულანზე (1339წ.) ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების საზღვაო რუკაზე (1367წ.) და სიდერის საზღვაო რუკაზე (1565 წ.).

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!