ჩაშენებული წიგნები SCRIBD

суббота, 28 апреля 2012 г.

დამრიგებლის დღიური

მინდა გითხრათ, როდასაც მოსწავლეებს დავალებას ვაძლევ ,ხშირად  მშობლები უფრო  მეტი ხალისით და მონდომებით აკეთებენ ბავშვებისთვის მიცემულ დავალებას , ყოველ შემთხვევაში , მე ასე მგონია .  ერთ-ერთი მშობლის მიერ შესრულებული დავალება  რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა, კარგ განწყობაზე დამაყენა  და მომინდა ჩემს პირად ბლოგზე გამომეფინა.აი , ისიც...

...სურათს ვუყურებ და ვფიქრობ, ნეტა დისნეიში შექმნილი ეს ზღაპარი იქნებ სულაც არ იყი ზღაპარი და შორეულ წარსულში , მართლაც მოხდა ეს ამბავი, რომ ერთმა მშვენიერმა გოგონამ თავგადასვალებში ამოჰყო თავი და მას მეზღაპრემ ფიფიქია შეარქვა. 
ფიფქია ულამაზესი იყო და ხმაც  ულამაზესი  ჰქონდა. როცა მღეროდა ბუნება იღვიძებდა . ყველა , ფრინველი  თუ ცხოველი, მის გარშემო იკრიბებოდა. ისიც გავიგე_ თურმე ფიფქიას ბუნების ხმებიც ესმოდა და  ხშირად ელაპარაკებოდა ხეებს , ყვავილებს ,ცხოველებს.  მისი , ამ ნიჭის და სილამაზის გამო, ბევრს შურდა. ყველაზე შურიანი  კი მისი ბოროტი დედინაცვალი იყო , რომელმაც  თავისი ჯადოქრობითა და  ჯადოსნური სარკის დახმარებით ფიქიას პოვნა და მოკვლა განიზრახა. გაიგო, რომ ფიფქია ლილიპუტების ქვეყანაში , შვიდ ჯუჯასთან ცხოვრობდა... ჰო მართლა , ზღაპარშიც ასეა მგონი.

... მშვენიერი დღე იყო.ფიფქია, თავის მეგობარ ჯუჯებთან და ტყის ბინადრებთან ერთად, ყველაზე პატარა ჯუჯის ,დაბადების დღეს ზეიმობდა. ვაშლის ნამცხვარი გამოეცხოთ და მხიარულობდნენ.  სად იყო, სად არა ,  ერთმა დანაოჭებულმა, ღრმად მოხუცებულმა დედაბერმა, რომელიც იქ საიდან გაჩნდა არავინ იცოდა  , ფიფქიას წითელი ვაშლი გაუწოდა და თან უთხრა :__უბრალო ვაშლი არ გეგონოს, ეს ჯადოსნური ვაშლია და რასაც ჩაიფიქრებ  აგიხდებაო. __დედაბერი არ  სტყუოდა , ვაშლი მართლაც  ასრულებდა ჩაფიქრებულ  სურვილებს, მაგრამ ის კი აღარ წარმოედგინა,რომ ვაშლი ფიფქიასაც  შეუსრულებდა ჩაფიქრებულ სურვილს
    ხოდა ფიფქიამაც ჩაიფიქრა: სიყვარული , სიკეთე , ბოროტება აღარ იყოს ამ ქვეყნადო ...
   მოწამლულმა ვაშლმა ფიფქიას ვერც ვერაფერი დააკლო. ჯუჯები კი მიხვდნენ ვინც იყო ეს მოხუცი ქალი. ისე შორს გადაკარგეს, რომ მისი ამბავი  მას მერე  არავის გაუგია .

      ასეა, ძალა ერთობაში, სიყვარულში და სიკეთეშია. ბოროტი დედინაცვალი თავიდან მოიშორეს, ფიფქია და შვიდი ჯუჯა კი მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას.

   ...ხოდა პარიზის დისნეი ლენდში რომ მოვხვდები და რაიმე ახალს შევიტყობ  მათ შესახებ, გეფიცებით, აუცილებლად გიამბობთ.



(თქვენი საბა   (ნინო წიკლაური-საბას დედა






14 комментариев:

  1. madloba irina maswavlebelo, vitom suratis agcera gvqonda davalebad araaaa, ramdeni ishroma SABAM :)

    ОтветитьУдалить
  2. მოკლედ ,,ბლოგომანია" მჭირას :))) ოჯახიდან გამაძევებენ ალბათ :)))!!!

    ОтветитьУдалить
  3. xoda chvenc gadmogvedo mgoni, rom vjdebi vegar vdgebi, imdeni saintereso ram gaqvt blogze,

    ОтветитьУдалить
  4. yochag Sabas!:))) ara,ise nino, vkitxulobdi am lamaz zgapars da vfiqrobdi,aucileblad unda daiwyo sabavshvo motxrobebis da zgaprebis wera.magra gamogdis:))) rac sheexeba blogomanias,magari gadamdebi yofila.sanam davalebas vnaxav,jer komentarebs vkitxulob,tan magra mixaria xalxi rom shemogvemata da bevri komentari rom mxvdeba(torem adre sacodavad sul samni viyavit:( )nino v.(dachi):*****

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნინო, ერთი აზრი მომივიდა ...არ იქნებოდა ურიგო მშობლებს შორისაც გაგვეჩაღებინა კონკურსი ... ეს ყველაფერი დაიდება ანონიმურად , მივაწეროთ კომენტრებში ,,ლაიქები" ანონიმურად ესეც , თანაც ბავშვებს ვუთხრათ თქვენი ქულებიც დაემატება თქო და გამწარებული დაიწყებენ კითხვას >>>>> უი, დედა, ამ ხუმრობა -ხუმრობაში მართლა მომეწონა ეს აზრი!!!:)))))

      Удалить
    2. mec dzalian momwons es idea!!!!!gavixsenot bavshvoba,skola,temebi.......ara, ise ra magari ideebi ibadeba am chvens mimowerashi:)))))nino v.

      Удалить
    3. :))) ნინო , დაჩის გვერდი ნახე იქეთ , საკლასოში ;) :*

      Удалить
    4. zaan vicine nino idea "mezgapre ninoze", momecona :). temebs rac sheexeba cudi ar iqneboda gavarjisheba

      Удалить
  5. :-) fantastiuri azria! rogorc yoveltvis sheudarebeli novatori xart, irina masw.! ))) uzomod gviyvarxart da yoveltvis sixarulit vuertdebit tqvens nebismier axal iniciativas!!! gmadlobt yvelafristvis! (maka da anri)

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!