ამას წინათ ვწერდი __საოცარ სამყაროში ვცხოვრობ და ამ სამყაროს კი ჩემი პატარები მიქმნიან მეთქი. დღეს 18 მაისს პატარა ანამ გამახარა და ამ სიხარულით დავასრულეთ პირველი კლასი. ... აი , ასე, ზღაპრის დაწერა მოუნდა , ხოდა ადგა და დაწერა კიდეც ...
ჩემი ზღაპარი
მელია და წიწილა
იყო და არა იყო რა იყო ერთი ქათამი მან დადო ერთი კვერცხი და ძალიან მალე გამოიჩეკა პატარა საყვარელი წიწილა. ერთხელ მელია მიუვარდა წიწილას და წაიყვანა. ქათამმა დაუძახა მეზობლებს და წიწილის ამბავი უთხრა ტირილ–ტირილით. მეზობლები ამშვიდებდნენ მალე ახალი წიწილა გეყოლება და მართლაც რომ ასე მოხდა და ქათამი ძალიან ბედნიერი იყო. ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა.
საქმე ზღაპარში იმდენად არაა, რამდენადაც, ვიცი, ანას გულში რა ემოციაა- მან ხომ დღეს დედა გაახარა, მამიკო, ბებო , მასწავლებელი... თუმცა ზღაპარი ხომ საოცარია , ჩემი პარატა ანას ზღაპარი .
სასვენი ნიშნები სპეციალურად არ ჩავასწორე, მთავარი აქ სხვა რამეა , სასვენი ნიშნები ვგონებ მეორეხარისხოვანია

ანას მიდგომა ახლად დაბადებული,პატარა არსებისადმი–'"საყვარელი"–წერს ანა..ბავშვის უარყოფითი განწყობა,მოძალადისა და მტრის მიბართ–– "მიუვარდა",თუმცა კი მას შეეძლო "მიპარვაც" დაეწერა,მაგრამ,.ანამ იცის, მტერი მუხანათურად ესხმის მსხვერპლს . წუხილსა და,,თანაგრძნობას გამოხატავს –ქათმის მიმართ–"ტირილ–ტირილით" წერს ის და რაც მნიშვნელოვანია––ანას ოპტიმიზმი,მას სურს ყველაფერი ბედნიერად დასრულდეს.ბავშვმა იცის,ეს მასში კოდირებულია,სიბოროტეზე აუცილებლად გაიმარჯვებს სიკეთე .დიახ, დიდი შოთას სიტყვები:"ბოროტსა სძლია კეთილმან...".–––იყავი პატარა ოპტიმისტი და იცხოვრე უკეთესი მომავლის რწმენითა და იმედით..მან დაასრულა ზღაპარი ––ქათმის წუხილი და ვაება სიხარულით შეცვალა..,ამ პატარა ზღაპრიდან ჩანს მისი ჯანსაღი ფსიქიკა. ქ–ნო ირინა რამდენადაც დამღლელია თქვენი საქმიანობა, ალბათ, იმდენად მასაზრდოებელი და სიხარულის მომტანია თქვენთვის მათთან ურთიერთობა
ОтветитьУдалитьნუნუკა სულაქველიძე