ჩაშენებული წიგნები SCRIBD

понедельник, 13 августа 2012 г.

ქობულეთი - 13აგვისტო ,2012



ახლა ქობულეთში ვარ.  ღრუბლიანი ამინდია და ვარ ჩემს ნომერში წამოწოლილი საწოლზე ...წერა მომინდა , რა ვაკეთო აბა ? :))... ცოტაც და რამდენიმე დღეში ვესტუმრები  ჩემს გურიას __ ლამაზს ,თბილსა  და სტუმართმოყვარეს.  __მომენატრეთ, გურულებო , მომენატრა თქვენთან ჭუკჭუკი, იუმორით და სიყვარულით აღსავსე :) , მომენატრა ჩემი 85 წლის მამიკო, რომელსაც გული აქვს, ალბათ, გაწვრილებული ჩემს მოლოდინში და რომელსაც ყოველდღე ვამხნევებ დაპირებებით: ,,მალე ჩამოვალ, მალე ჩამოვალ-მეთქი!" ისიც ზის  და მოთმინებით მელოდება , ისე რომ  ვთქვათ, სხვა რა გზა აქვს :)) ... ზღვიდან მონაბერი ნიავი სასიამოვნოდ მელამუნება მზისგან გახურებულ სხეულზე, მიალერსებს და კიდევ ერთხელ მაგრძნობინებს __რა კარგია სიცოცხლე ...

3 комментария:

  1. დიახ,მშვენიერია სიცოცხლე ––ის ხომ სულ ერთხელ გვეძლევა,ალბათ იმ პირობით,მუდმივად მადლიერი ვიყოთ ქვეყნიერების შემოქმედის, მოგვცა უფლება გვეხილა წუთისოფელი,თავისი შუქ–ჩრდილებით,თავისი ამაოებით,თავისი წარმავლობითა და მუხანათობით.თუმცა უდავოდ მისი სილამაზითაც. ასევე მოგვცა არჩევანის უფლებაც(რომელიც არცთუ იოლია)–ჩვენთვის მოცემულ მცირე დროში დაგვენახა ჩვენი ამქვეყნად მოვლინების დანიშნულება,მთავარი ღირებულებებზე ორიენტირებული ყოფა .ალბათ უფრო ღრმად უნდა ვწვდებოდეთ თავისუფლებისა და სულიერი ცხოვრების არსს. თუმცა ამავე დროს გვეუფლება მარტოსულობის,გაურკვევლობის,გულცივობის გრძნობა.ძნელია ყოველთვის მოექცე ჩვეულებრივი ჯანსაღი ცხოვრების ჩარჩოებში. ეჰ, მუდმივი ბრძოლა დამკვიდრების და გადარჩენისათვის მაღალი იდეალების გათვალისწინებით–––მერწმუნეთ არცთუ იოლია..... რამ გამახსენა ეს ყველაფერი და სიცოცხლის სიყვარულმა,მაინც გვიყვარს ყველაფრის მიუხედავად,გვიყვარს და ვერ გვიგემნია ბოლომდე მისი სიამე,სიტკბოება , რადგან ძნელია უარყო ამქვეყნიური ცთუნებები,მუდმივად იგვემო ფიზიკური სხეული ,სულიერის ასაღზევებლად,რომელიც მუდმივად შეგვახსენებს მადლიერებას უფლის მიმართ.
    და მაინც , მშვენიერი და ლამაზია სიცოცხლე.......

    ОтветитьУдалить
  2. ...დიახ , ყველაფრის მიუხედავად , მშვენიერია და ლამაზი სიცოცხლე !!! {კარგი იქნება სახელს თუ მიაწერთ :)) }

    ОтветитьУдалить
  3. ნუნუკა სულაქველიძე

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!