ჩაშენებული წიგნები SCRIBD

среда, 3 октября 2012 г.

ბუ და ბულბული


ბუ და ბულბული
ოტია იოსელიანი


მთელი ღამე თაგვებსა და ვირთაგვების ჭერაში გართული ბუ საამო სტვენა-გალობამ შეაშფოთა. ბულბულის წკრიალი სმენას სტაცებს და ნადირობა ავიწყდება, სანახევროდ მშიერი რჩება.

 მიფრინდა ვარდის ბუჩქთან და ბულბულს უსაყვედურა:

 __რაა, რომ მთელი ღამე თავს არ დებ? მე დღე მძინავს, შენ დღისით საკვების ძებნას უნდები, დაღამდება და დილამდე გალობ და გალობ.

 __მე ამის ნიჭი დამამადლა გამჩენმა და ჩემი საქმე ხომ უნდა ვაკეთო?

 __ნიჭი კი, მარა... არასდროს ისვენებ? მეც... კი, შენს სიმღერას რა სჯობს, მაგრამ სმენას ატკბობ, ნადირობის ჟინს მართმევ, უმადობას მმართებ და ვშიმშილობ .

 __ასე რომ არ ვქნა, მღრღნელებს ხომ მთლიანად მუსრს გაავლებ?

 __მერე, მაგას რა სჯობს!

 __კი, მაგრამ მერე რაღას ჭამ? შიმშილით ხომ მთლად სული გაგძვრება?!

 ბუ დაფიქრდა: ბრძენი ბრძენია, ჭკუის სწავლა იმასაც სჭირდება.


1 комментарий:

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!