- ბებო, ყველი მინდა, ყველი! - ითხოვდა ხუჭუჭულა.
- მარხვაა, ბებო, მარხვა, - გული უდნებოდა მკერდში ბებიას.
- მარხვა რა არის?
- ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს.
- ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?
- არა, არ შეიძლება.
- არც კვერცხის? - ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას.
- არც კვერცხის, ბებო.
- და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო?
- არც რძისა.
- ჩიჩია, ბებო?
- არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს! _ უფრო და უფრო უდნება პატარა ბიჭის საცოდაობით მოხუცს მკერდში ცხოვრებისაგან ისედაც დალეული გული.
- როცა ჭამა შეიძლება, მაშინ ღმერთის დღეები არ არის, ბებო?
- მაშინაც ღმერთის დღეებია, ოღონდ სამხიარულო დღეები.
- ყველა დღე ღმერთის დღეა?
- ხო, ბებო, ყველა დღე ღმერთის დღეა, დაილოცოს იმის სამართალი.
- ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა.
- მაშ!
- ხან ჭამეთ და ხან არ ჭამოთო? - ისე კითხულობს ხუჭუჭულა, ეტყობა შია.
ბებიამ სკივრში გადანახული კაკალი ამოუღო და უბე გაუვსო.
სიხარულით ცას ეწია ხუჭუჭულა.
- კაკალი სულმუდამ ჭამეთო ბებო? - სიხარულჩამდგარი თვალები შეანათა ბებიას.
- ჰო, გენაცვალოს ბებო, ჩემო ხუთკუნჭულა ბიჭო! - ხმაშიც და გულშიც სითბო ჩაუდგა ბებოს.
კაკლით, ჩირით, თხილით და სხვადასხვა სასუსნავით გაასრულა ხუჭუჭულამ თავისი პირველი მარხულობა.

Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!
>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!