2013 წლის 7 აგვისტო . ძალიან ლამაზი დღე გავატარე, ჩემს ორ მეგობართან_ მანანასთან და მაიკოსთან ერთად.
მე და სანდრო ე.წ. .. ,,თბილისი მოლში" ვიყავით ,ბევრი ვერაფერი ვნახეთ სახარბიელო. სანდროს მოშივდა და იქვე ვუყიდე ხორციანი ღვეზელი , რა თქმა უნდა ,,ოთოს ბირად" :))) , ვიყიდეთ პატარა , მინი-მაყალი 7,50 ლ-ად და გამოსვლის დროს საუცხოო სურნელოვანი ორნაირი ჩაი _ რა თქმა უნდა ისიც ,,ოთოს ბირად "__ბავშვობაში მესმოდა ეს გამოთქმა უფროსებისგან :)) ზუსტი თარგმანი [თუ არსებობს ასეთი ] არ ვიცი, მაგრამ ისე ძალიან ძვირს ნიშნავს. გოგოები უნდა მოსულიყვნენ ჩემთან და ამიტომ ვჩქარობდი...,,კერიაში " გავიარეთ, ნუცუბიძეზე , გზად , იქიდანაც უკმაყოფილო წამოვედი__არ მომცეს , წინასწარ უნდა მოგვცეთ შეკვეთაო მითხერეს. ...მოკლედ, როგორც იქნა მივაღწიე რუსთაველის გამზირზე , გოგოები ჩავისვი მანქანაში და კოლმეურნეობაზე ჩამოვედით,შარდენზე გვინდოდა გავლა...გაგრძელება იქნება
რა გემრიელად იცინიან :) |
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!
>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!