- ცისანა შერგილაშვილი 16 აპრილი 2014 12:08:09
სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
I ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.
სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და დასრულდება 20 ივნისს.
ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.
III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს.
წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!
>>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!